მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ - მაია ცქიტიშვილი

5e8701e0541e6
ინგა მურუსიძე
03.04.20 13:26
2422
მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

ამასთან, მედია დაინტერესდა, მოქმედებს თუ არა კომენდანტის საათს ეკლესიასა და მის მრევლზე, ასევე სასულიერო პირებზე.

მინისტრის თქმით, შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და შეზღუდვები ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„რეგულაციები მოქმედებს ყველაზე. ამ ეტაპზე კომენდანტის საათიც და საგანგებო მდგომრეობა მოქმედებს ყველაზე. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეებს, ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის სუბიექტს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. იმის გამო, რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან და შევაკავოთ ვირუსის გავრცელება საქართველოში, ყველამ უნდა დაიცვას წესები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ დაიცვას წესები, რათა ამ წესების მოქმედება მალე დასრულდეს.

„ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ყველა რეგულაცია მკაცრად და ზედმიწევნით დღეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. მეორე ნაწილი არის ის, რომ კომენდანტის საათის პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00-დან დილის 06:00 საათამდე არ არის ნებადართული. არ არის ნებადართული, ასევე, სამ ადამიანზე მეტის შეკრება, შესაბამისად, ამ ორი პირობის შესაბამისად, კომენდანტის საათი, რა თქმა უნდა, დაირღვევა, თუკი ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეს იქნება ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.