მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე დასაქმებულების მინისტრიც ვარ - მოსწონს თუ არა ტიკარაძეს ცვლილებები შრომის კოდექსში?

5f50a6223071b
ინგა მურუსიძე
03.09.20 12:14
833
საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება შეიძლება დაევალოთ. კონკრეტულად კი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 125%-იანი დანამატით ანაზღაურებას ითვალისწინებს. ანუ თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 25%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს.

BMG დაინტერესდა, რამდენად მოსწონს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტში არსებული ეს ჩანაწერი, რომელიც ბიზნესისთვის, ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, რომელიც თვლიან, რომ უნდა შეიცვალოს.

„მე არ ვარ შრომის მინისტრი მხოლოდ კერძო სექტორისთვის, მე ვარ მინისტრი დასაქმებულების და ვთვლი, რომ სარგებელი უნდა იყოს ორივე მხარის. ასევე სარგებელი უნდა ნახოს დასაქმებულმაც. რა თქმა უნდა ეს ცვლილება მომწონს, ამით ბიზნესი არ იზღუდება“, - თქვა ტიკარაძემ.