მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ძალიან ვუფრთხილდები დაპირებებს" - ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე

5ddebd9d1e714
BM.GE
27.11.19 22:14
2249
„მე ძალიან ვუფრთხილდები დაპირებებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

„ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გვქონია, როგორც ეს დღეს თქვენ გეჩვენებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩემგან მსგავსის განმეორება არ იქნება სწორი, რამეთუ სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა.. თანაც "ქართული ოცნების" უმრავლესობა ამას დაეთანხმა და ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება... მართალია ეს იყო ცალმხრივი დაპირება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა იყო მისი ინიციატივა.

„ეს არ იყო ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან ჩვენი კეთილი ნება. ასე შეიძლება დავარქვათ.. იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა 20 ივნისის მოვლენებს, 24 ივნისს მგონი ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024 წელს.
სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა, დაზიანდა გულნდი, მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის, მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია საკუთარ სიტყვებს, არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი იქნება თუ ადამიანი განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.