მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მე რაც არ უნდა ვთქვა, მოსახლეობისთვის საწვავზე ფასი მაინც მაღალია" - სოსო ფხაკაძე

62a046c55b6be
მარიამ ადამია
08.06.22 22:00
1248
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, აშშ-მასაერთაშორისო ბაზარს  თავის რეზერვები შესთავაზა. ასევე იყო პერიოდი, როდესაც საომარ ქვეყნებს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ორმა ფაქტორმა კი, განაპირობა როგორც ნავთობის, ასევე ნავთობპროდუქტების ფასების დაწევა.

“სწორედ ამ პერიოდში მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ არსებობს საწვავის გაიაფების რესურსი და ამის სრული ლეგიტიმური უფლება ჰქონდა. ჩვენც, ბაზრის ოპერატორებმაც გავაკეთეთ განცხადება, მეც ვთქვი, რომ ფასები ქვემოთ წამოვიდოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ ეს კორექტირება იყო სულ რაღაც ერთკვირიანი და ამის შემდგე ფასები ისევ ზემოთ წავიდა, დღეს საწვავზე გვაქვს რეკორდულად მაღალი ფასები,” - ამბობს სოსო ფხაკაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ შეისწავლა გარემოება და ამაზე კომენტარი აღარც გაკეთებულა.

“მე რაც არ უნდა ვთქვა ახლა, მოსახლეობისთვის მაინც მაღალია ფასები და მათთვის არაა დამაკმაყოფილებელი. ეს უკვე გამოვცადე 30 წელია, მაგრამ ის უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ არაფერში არ გვაწყობს საწვავზე მაღალი ფასი, რადგან მეტი ფული გვჭირდება, რომ საწვავი შევისყიდოთ, პრობლემები გვექმნება რეალიზაციის კუთხით და ზოგადად ერთი არგუმენტიც არ არსებობს, თუ რატომ უნდა მაწყობდეს მაღალი ფასი საწვავზე,” - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.