მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ, მითხარით" - პრემიერი ბათუმში ტურიზმის სექტორს ხვდება

5eb9317bdcc48
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 15:10
2170
"ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა", - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი გახარიას შეფასებით, ტურიზმის გახსნის სტრატეგია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული და ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევების ისეთი სექტორები აღმოვაჩინოთ, რომლებზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და მეორე - ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით, აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც, პირველ რიგში, თქვენი ინტერესია, იმიტომ რომ უფრო მეტი ტურისტები ჩამოვიდნენ და გეყოლებათ მეტი სტუმრები და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. ეს ყველაფერი როგორ უნდა განვახორციელოთ, აქ რა პრობლემები გაქვთ და მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ ეს მითხარით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.