მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი - ტიკარაძე

61aa758dc6eee
თამთა ჯიჯავაძე
03.12.21 23:51
756
მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე პასპორტებთან მიმართებით განიხილება ყველა შესაძლო ცვლილება, თუმცა ეს საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება.

"ვერ ვიტყვი იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ აქ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. კერძოდ, განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, „მწვანე პასპორტები“ საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მისი წარდგენის გარეშე პირს ცალკეულ ობიექტებზე შესვლა ეზღუდება.