მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეამა ქოლექთი” - განსხვავებული კონცეფციის ყავის ობიექტები "მეამასგან"

5fe19693323e8
BM.GE
22.12.20 10:50
2268
"მეამა" ყავის მოყვარულებისთვის განსხვავებული კონცეფციის, Takeaway ობიექტებს ხსნის, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს, როგორც "მეამას" ასორტიმენტში უკვე არსებული 17 განსხვავებული გემო, ასევე სპეციალურად მათთვის, "მეამას" ყავის ექსპერტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კოქტეილი.

“მეამა ქოლექთი” - ასე ჰქვია იმ ახალ ობიექტებს, სადაც მეამა ყავის მოყვარულებს ახალ განსხვავებულ გამოცდილებას უზიარებს და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. ადგილზე მისულ მომხმარებელს, მეამას ბარისტას მიერ მომზადებული განსაკუთრებული ყავის სასმელის შესაძენად და საკუთარი დღის გასაუმჯობესებლად მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ “მეამა ქოლექთში” სრულად დაცულია სოციალური დისტანცია, როგორც სასურველი სასმელის შეკვეთის, ასევე მისი მიღების დროს, რაც პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია.



განსხვავებული კონცეფციის “მეამა ქოლექთი” თანამედროვე და შთამბეჭდავი ვიზუალით გამოირჩევა, რომლის ავტორი, ისევე როგორც "მეამას" სათაო ოფისისა და ბრენდის სხვა ობიექტების დიზაინი - არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
პირველ ეტაპზე "მეამამ" თბილისში ოთხი ობიექტი: აბაშიძის N65-ში, ფალიაშვილის N36-ში, ბუკიას ბაღში და მარსელის N8-ში (ფრანგული უბანი) გახსნა. მალე "მეამა ქოლექთს" კიდევ ერთი ახალი ობიექტი დაემატება M2-ში იპოდრომთან, ხოლო მომავალ წელს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ყავის მოყვარულები "მეამა ქოლექთის" მრავალფეროვანი არჩევანით და გემრიელი კოქტეილებით, მათი დღის საუკეთესო მომენტს შეიქმნიან.
(R)