მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეამას” კიდევ ერთი ბრენდული სივრცე “თბილისი მოლში” გაიხსნა

609526c2b7346
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 16:05
1659
„მეამას" ყავის სამყარო კიდევ ერთ ახალ სივრცეში გაერთიანდა - ამჯერად სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, სადაც მომხმარებლები ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულების მრავალფეროვანი გემოების, ჩაის კაფსულების, ყავის აპარატებისა და სხვადასხვა აქსესუარის დათვალიერებას და შეძენას შეძლებენ.

აქ მოსული ადამიანი შეძლებს სრულფასოვნად გაიცნოს ბრენდი და გამოსცადოს “მეამას” სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი.

ბრენდულ სივრცეში მომხმარებლებს “მეამას" არომატული ყავის დაგემოვნებაც შეეძლებათ - ასე უფრო მარტივად აღმოაჩენენ ფავორიტ გემოს და ზუსტად ეცოდინებათ, რომელი ფორმატის კაფსულები აირჩიონ. შერჩევის პროცესში კი მათ “მეამას” ელჩები დაეხმარებიან.

ბრენდის მიზანია, მომხმარებლის გამოცდილება მაქსიმალურად მოხერხებული და საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, თბილისის მასშტაბით, “მეამამ" უკვე მეოთხე ბრენდული სივრცე გახსნა, სადაც ყავის ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია უშუალო შეხება ჰქონდეს “მეამას" ყველა პროდუქტთან და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. გარდა “თბილისი მოლის” ობიექტისა, “მეამას" ბრენდულ სივრცეებს შემდეგ ლოკაციებზეც შეხვდებით:

* “სითი მოლი საბურთალო”
* ჟვანიას მოედანი
* “ისთ ფოინთი”

ამრიგად, “მეამა”-ს ბრენდული სივრცე ინოვაციური ყავის გამოცდილების მისაღებად საუკეთესო ადგილია. გარდა იმისა, რომ აქ შენთვის საყვარელი კაფსულების შეძენა შეგიძლია, სივრცეში ყოველი ვიზიტი ყავის თავიდან აღმოჩენაში გეხმარება.



ბრენდული სივრცის დიზაინი, ისევე როგორც “მეამა”-ს სხვა ობიექტების ვიზუალური კონცეფცია, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. სივრცის ინტერიერში ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, ხოლო განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერსა და სიმყუდროვეს სძენს მას.

“მეამა”-ს ასევე მნიშვნელოვანი გეგმები აქვს რეგიონების მიმართულებით და უახლოეს მომავალში მის ბრენდულ სივრცეებს და ე.წ. Take-Away კონცეფციის - “მეამა ქოლექთის” ობიექტებს უკვე ქუთაისსა და ბათუმში შევხვდებით.
(R)