მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 21 315 ევრო და 10 600 დოლარი აღმოაჩინეს

60bdcfbe1a0a3
BM.GE
07.06.21 11:49
1084
მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის - გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ - 119 316,46 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 169 მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.