მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

6086c1f212c6f
BM.GE
26.04.21 17:35
688
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი“ და ,,ნინოწმინდა“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თ.კ.-სა და საქართველოს მოქალაქის გ.ჯ.-ს ავტოსატრასპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, აქციზური მარკების გარეშე 3360 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით.