04.მაისი .2021 14:32

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
views 112
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ავტოსატრასპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, აქციზური მარკების გარეშე, ჯამში, 2400 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.