მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა - 228 952,74 ლარი გამოავლინეს

61c450c6b0913
ინგა მურუსიძე
23.12.21 14:32
543
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უგანდის რესპუბლიკისა და ყაზახეთის მოქალაქეების კ.ფ.-სა და მ.ა.-ს ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 74 100 აშშ დოლარი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 228 952,74 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 22 895,3 ლარი შეეფარდათ.