11.ოქტომბერი .2022 14:02

მებაჟეებმა 200 კგ ხიზილალა სომხეთში უკან გააბრუნეს

მებაჟეებმა 200 კგ ხიზილალა სომხეთში უკან გააბრუნეს
views 975
უკან

სადახლოზე ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“ სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (200 კილოგრამი ხიზილალა) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა