მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა აღმოაჩინეს

6282167fdf28d
BM.GE
16.05.22 13:18
2668
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული ნივთიერება - 12 კილოგრამამდე მარიხუანა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მ.მ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე მალულად (სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა.

მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.