მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეც სიამოვნებით ვისეირნებდი ბულვარში... ატარეთ პირბადე ყველგან - გამყრელიძე

60faa55ac19d6
ინგა მურუსიძე
23.07.21 15:24
637
"უარი უნდა ვთქვათ დიდ ქორწილებსა და ქელეხებზე, ვიდრე პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება", - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ამ თხოვნით მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ მიმართა.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობის 60-70% არ აიცრება.

„მნიშვნელოვანია აცრის ინტენსიფიცირება და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დაწესებულია. ვფიქრობთ, მონიტორინგის საკითხები უნდა გამკაცრდეს არა - ჯარიმების, არამედ მითითების კუთხით; როცა ავტობუსში ვსხედვართ და ვიღაცას პირბადე არ უკეთია, უნდა მივუთითოთ, რომ გაიკეთოს ან თუ სადმე დახურულ სივრცეში ვინმე პირბადეს არ ატარებს, ეს უნდა ვუთხრათ.

მე მომხრე ვარ, ღია სივრცეშიც ვატაროთ პირბადე ყველგან, სადაც 10 ადამიანი იკრიბება, თუნდაც ბათუმის ბულვარში. მეც სიამოვნებით ვისეირნებდი ბულვარში, დრო რომ მქონდეს... იმდენი ხალხი რომ სეირნობს, საკუთარი და სხვისი დაცვისთვის სჯობს, ვატაროთ პირბადე. უნდა ვუთხრათ არა - დიდ ქორწილებს, შემოვისაზღვროთ მხოლოდ 10 ადამიანით, უნდა ვუთხრათ არა - დიდი ჭირის სუფრებს, არა - დიდ ქელეხებს, სანამ მიკრო და მაკრო სამყაროს შორის ასეთი ბრძოლაა და სანამ ის გრძელდება იქამდე, ვიდრე მოსახლეობის 60% არ აიცრება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.