მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერება და ინოვაციური ტექნოლოგიები - რა დგას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის უკან?

615af43d7bffc
BM.GE
04.10.21 16:29
1311
თამბაქოს პანდემია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

სწორედ ამიტომ, ისინი საჭიროებენ გონივრულ არჩევანს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, შეამცირონ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი. ამ პროცესში, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ანიჭებს.

“ტრადიციულ სიგარეტში ზიანის მომტანი არის არა ნიკოტინი, არამედ წვის დროს გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებები. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის აეროზოლში, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა 95%-ით ნაკლებია და ამას ადასტურებენ ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიც არის: Public Health England და ექიმთა სამეფო კოლეჯი”, - ამბობს მეთ რაიდლი, House of Lords-ის წევრი და ავტორი.

2021 წელს ლონდონში გამართულ თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე ექსპერტები ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ტექნოლოგიურ ინოვაციებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს. მიზეზი კი სანდო ინფორმაციის ნაკლებობა და თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობაა.

ვფიქრობ, რომ მთავარი განსხვავება თამბაქოს ზიანის შემცირებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის არის ის, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია კონცენტრირდება იმ ადამიანებზე, რომლებზეც ეს ზიანი მოქმედებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რა პროდუქტს მოიხმარენ”, - აღნიშნავს უილ გოდფრი, The Influence Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინფორმაციო ვებგვერდის, Filter-ის რედაქტორი.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს. წვისა და კვამლის უგულებელყოფით კი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და პროდუქტები ზიანის შემცირებას შესაძლებელს ხდის და ეს მეცნიერულად არის დადასტურებული.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მწეველთა მხრიდან ნაკლები ზიანის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას, რაც რიგ შემთხვევებში, თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებებას იწვევს. ახალი ტექნოლოგიები, მართალია, წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუმცა მასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: საგადასახადო სისტემები, განათლება და ფარმაცევტული ინსტრუმენტები”, - ამბობს ჯეიმს გლასმანი, Glassman Advisory-ს თავმჯდომარე.

თამბაქოსა და ნიკოტინის ფორუმის ფარგლებში, ჯანდაცვის ექსპერტები და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოებს ტრადიციულ სიგარეტსა და თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს შორის არსებულ განსხვავებებზე ყურადღების გამახვილებისკენ და გადაწყვეტილებების სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია ამ პროდუქტებს შორის არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა - რაც რისკის პროპორციული ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს.

თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი ხელს უწყობს თამბაქოს რეგულაციურ პოლიტიკას. ახლა ჩვენ წინაშე ძალიან კრიტიკული პერიოდია, რადგან ბაზარზე ჩნდება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები და რისკის შემცირების ახალი მეთოდები”, - ამბობს დოქტორი ხუ ცინიუანი, ჩინეთის თამბაქოს ხარისხის კონტროლის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი.

ექსპერტების მოსაზრების თანახმად, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭიროა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან გამჭირვალობა, საზოგადოებაში სანდო ინფორმაციის გავრცელება და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

“საუკეთესო კანონმდებლობა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონმდებლობაა. იმისათვის, რომ შევძლოთ სწორი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, აუცილებელია გადაწყვეტილების საფუძველს მეცნიერება წარმოადგენდეს”, - ამბობს დელონ ჰუმანი, Health Diplomats-ის პრეზიდენტი.

ექსპერტების განცხადებით, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის მისაღწევად მნიშვნელოვანია, მეცნიერება დოგმებზე წინ დავაყენოთ.

მსოფლიო პანდემიამ გვაჩვენა, რომ მეცნიერებისა და საკანონმდებლო პროცესების დაჩქარება შესაძლებელია. ჩვენ შევქმენით და გამოვიყენეთ ვაქცინა იმისათვის, რომ გადაგვერჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მიზანიც მსგავსია. მთავარი კითხვა კი არის ის, თუ რამდენად განვიხილავთ ამ სტრატეგიას როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობას?,“ - ამბობს დელონ ჰუმანი, Health Diplomats-ის პრეზიდენტი.