მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებათა აკადემია მილიარდერ მეცნიერს დაბადების დღეს ულოცავს

5e4bd9adaf106
BM.GE
18.02.20 16:21
1683
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი აკადემიამ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა: 


"ძვირფასო ბატონო ბიძინა,
გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.

თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე
ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი
აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე"-აღნიშნულია მისალოც წერილში.