28.აპრილი .2020 20:38

მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში COVID-19-ის კლების ფაქტორი სითბო იქნება – გამყრელიძე

views 2466
უკან

პანდემიის განვითარების მოდელების უმრავლესობა ეყრდნობა იმას, რომ ივნისის დასაწყისში, ტემპერატურის მატება სერიოზულ როლს ითამაშებს ვირუსის კლებაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„უმრავლესობა მეცნიერებისა ემხრობა იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ზაფხულში კოვიდ-ინფექციის კლებისა, უნდა იყოს სწორედ ტემპერატურული ფაქტორი. ამაზე ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა... არის გამოცდილება, ზოგადად დიდი ხნის დაკვირვებები რესპირაციული ვირუსების ქცევის შესახებ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, მეცნიერებმა კორონავირუსის ექვსი ტიპი კარგად იცის, ხოლო მეშვიდე ახალი ტიპის კორონავირუსი ჯერ მხოლოდ ოთხი თვეა გამოჩნდა, ამიტომაც მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე ალბათობით არის დაშვებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა