მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი გამოავლინეს, რომელიც "რემდესივირზე" 30-ჯერ ძლიერია

601038b1c10f8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 00:30
4355
პრეპარატმა პლიტიდეპსინმა, რომელიც ონკოპაციენტების სამკურნალოდ გადიოდა შემოწმებას, წინასწარი შედეგებით კორონავირუსთან ბრძოლის კარგი შედეგები აჩვენა. კვლევები აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში ტარდებოდა.

აღმოჩნდა, რომ პრეპარატი 27.5-ჯერ უფრო ეფექტურია, როგორც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვიდრე "რემდესივირი", რომელიც ვირუსის სამკურნალოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. შესაბამისი კვლევა ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა.

პრეპარატი, რომელიც უფრო მეტად „აპლიდინის“ სახელწოდებითაა ცნობილი, მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობით 2 000-იან წლებში გავრცელდა. ის მიიღება ზღვის ქორდიანი ცხოველებისგან. პირველად ის Aplidium albicans-ის სახეობისგან მიიღეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში კუნძულ იბიცასთან აღმოაჩინეს. დღეს ის ხელოვნურად გამომუშავდება. პრეპარატის წარმოების უფლება ესპანურ კომპანია PharmaMar-ს აქვს.

2004 წელს მედიკამენტი ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) როგორც კიბოს მკურნალობაში დამხმარე პრეპარატი ისე დაარეგისტრირა. ავსტრალიაში კი ის 2018 წლის დეკემბერში დაამტკიცეს, იქ მას დექსამეტაზონთან კომბინაციაში მიელომის სხვადასხვა სახეობის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

2020 წელს აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში სხვა პრეპარატებთან ერთად პლიტიდეპსინზე კვლევა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებაზე დაიწყო. მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ მას ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ეფექტი COVID-19-ის მკურნალობისას. 24 იანვარს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები, რომელსაც რეცენზირება ჯერ არ გაუვლია, პორტალ Biorxiv-ზე გამოქვეყნდა, 25 იანვრიდან კი მსგავსი კვლევა Science-მაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ადამიანის უჯრედებში პლიტიდეპსინი მოქმედებს რა ცალკეულ ცილაზე, რომელიც ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის ციკლში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 27.5-ჯერ ეფექტურად მოქმედებს SARS-CoV-2-ზე, ვიდრე რემდესივირი.