მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედდის ტრეინინგ კურსის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატის გაცემისთვის ერთი პირი დააკავეს

63523dd67ec35
BM.GE
21.10.22 10:46
475
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახლით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.