მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედია: ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

5e4d4625aa60c
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.20 18:23
952
როგორც ადგილობრივი მედია ორგნიზაცია PEC-ი აცხადებს, უკვე ერთი კვირაა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტვირთების მიწოდება რუსეთიდან ბოლო ერთი კვირაა ტექნიკური პრობლემების გამო არ ხდება, რაც საკვებზეც აისახა. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაცისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს პრობლემის გადასაჭრელად.

მედიის ინფორმაციით, ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტების დეფიციტია.

როგორც მედია გამოცემა იუწყება, საკვები პროდუქტების კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ პრობლემა არ მოგვარდება, კრიზისის საფრთხე რეალური გახდება.