მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მედია ჰოლდინგ ჰერეთის” მფლობელი ბიზნესს ყიდის

5fc262d138f16
BM.GE
28.11.20 18:43
4716
“მედია ჰოლდინგ ჰერეთის” მფლობელი რამაზ სამხარაძე ბიზნესს ყიდის. ამის შესახებ რამაზ სამხარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

“მეგობრებო, აბსოლუტურად გააზრებულად ვწერ ამ პოსტს:

მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ ვეღარ ვხედავ ამ ქვეყნის მომავალს, - მომდევნო 100 წელი კიდევ... ამიტომ, ვყიდი ჩემ მედიაბიზნესს - ჩემს შვილივით გაზრდილ პოპულარულ რადიოებს.

არვიცი თქვენ როგორ და მე დავიღალე!..ცხოვრება გადის, უამრავი შანსი მქონდა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დავრჩენილიყავი, მაგრამ მაინც ვეჭიდებოდი ხავსს, უკეთესი მომავლის...

ვთვლი, რომ ჩემი ასაკის და გამოცდილების ადამიანი სხვა ეტაპზე უნდა ვიყო ახლა.

ამ ქვეყნის ბოლო 30 წელი წრეზე ტრიალიდან 23 წელი ამ საქმეს შევწირე, პროფესიულად კი 26 წელია.არაფერი დამიკლია! და ამავდროულად არასოდეს გამიყიდია მედიის ღირებულებები და სინდისი...

რთულია 42 წლის ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვაპირებ წასვლას ემიგრაციაში, ხანგრძლივი პერიოდით.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, იქ, სადაც ჩემ და ჩემნაირების შრომას აქვს დაფასება და აღიარება - მომავალი.

სულ მინიმუმ კი ხელს არ უშლიან განვითარებასა და მუშაობაში.

ჯერ არვიცი სად წავალ, მაგრამ ის ვიცი, რომ არასოდეს წავალ პოლიტიკაში.

ყველას წარმატებას გისურვებთ და ჩემ თავსაც ვუსურვებ წარმატებას.

ვისაც გაინტერესებთ ეს საქმე, მომწერეთ პირადში. მზად ვარ განვიხილო შეთავაზებები. მადლობა”,– აცხადებს რამაზ სახარაძე.