10.ოქტომბერი.2018 18:00
საზოგადოება

მედიათეკა და სახელოვნებო სკოლა - რა იცვლება მზიურის პარკში

მედიათეკა და სახელოვნებო სკოლა - რა იცვლება მზიურის პარკში
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მზიურის პარკის სრული რეაბილიტაციისას დაგეგმილ ბოლო უცნობ დეტალზე ინფორმაცია წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.
გიორგი შენგელიას განცხადებით, პროექტი რომელიც 13 ივნისის ტრაგედიისას დაზიანებული მზიურის პარკის აღსადგენად დაიწყო რეკრეაციული ზონის სახეცვლილებას არ გამოიწვევს და ყველა სიახლე ორგანული იქნება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, მზიურის პარკში მიმდინარე რეაბილიტაცია მოიცავს როგორც საინჟინრო კომუნიკაციების ინსტალაცია-რეაბილიტაციას, ასევე დენდროლოგიურ კომპონენტს. "მზიურს ემატება ახალი ობიექტები, რომლებიც პარკის სივრცეში გაჩნდება და ისინი ჰარმონიულად იქნება გარემოსთან შერწყმული. საბაგიროს მიტოვებულ შენობაში მომცრო ზომის მედიათეკა გაკეთდება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ასევე მსჯელობა რკინის კონსტრუქციის, ხიდის სახელოვნებო სკოლად გადაკეთებასთან დაკავშირებითაც.

"ერთადერთი დანამატი რომელიც შეიძლება იქ გაჩნდეს იქნება იმდენად ორგანული გაგრძელება, რომ პირიქით პარკს შეავსებს. ამაზე მერიასთან ერთად ვმუშაობთ და დღეს მას ვერ დავასახელებ, თუმცა წლის ბოლომდე ინფორმაცია ამაზეც საჯარო იქნება. "- განმარტა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აღმასრულებელი დირექტორმა BMG სთან საუბარში.

21.ივნისი.2019 00:15
166

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
197

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
271

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
314

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
288

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
683

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად