მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიატორთა ასოციაციასა და მომხმარებელთა ინტერესების დამცველს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6179a37151d69
BM.GE
27.10.21 23:05
478
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც მედიატორთა ასოციაცია იტყობინება, მემორანდუმი მიზნად ისახავს, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავებას და გამოცემას, ასევე საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ერთობლივი აქტივობების განხორციელებას და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლებას მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ.