მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიკამენტებზე მოგების მარჟის რეგულირება არის ბიზნესში პირდაპირი ჩარევა"

5e03393b26bf5
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.19 23:30
2487

შემიძლია თამამად ვთქვა - ეს არის ბიზნესში პირდაპირი ჩარევა, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტებზე მარჟის რეგულირების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.

გოგბერიძის თქმით, ევროპის არც ერთ წამყვან ქვეყანაში მედიკამენტებზე მოგების მარჟა არ რეგულირდება.

"მოგების მარჟა სხვა ქვეყნებში რეგულირდება მაგრამ არა ყველგან. ევროპის  წამყვან ქვეყნებში მოგების მარჟა არ რეგულირდება .შემიძლია თამამად ვთქვა - ეს არის ბიზნესში პირდაპირი ჩარევა“, - უთხრა BM.GE-ის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ ის მიესალმება იმას, რომ მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხარებლისთვის, მაგრამ არა ბიზნესის რეგულირების ხარჯზე.

„ჩემი აზრით, ხელოვნურად მარჟების დადგენა, ზღვრების დაწესება და ა.შ. გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის რეალური კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, მაგალითად, ბაზარზე გაჩენილი ახალი მოთამაშეების ხელშეწყობა და ა.შ.“, - ამბობს იგი.

ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილსაც შეეხო, რომელიც ფარმაკოლოგიური კომპანიების მოგების მარჟის არცოდნას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ სამთავრობო დონეზე ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია.  

"ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათთვის ფარმაკოლოგიური კომპანიების მოგების მარჟა უცნობია, როდესაც მსხვილ კომპანიებზეა საუბარი, რომლებსაც ბრუნვა მილიონზე მეტი აქვთ, ყოველწლიური აუდიტი უტარდებათ და წარდგენა ხდება შემოსავლების სამსახურში, ფაქტიურად ეს ინფორმაცია სამთავრობო სტრუქტურებისთვის, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ და დასძინა: „ყველა იმ ნაბიჯს მივესალმები, რაც მედიკამენტების გაიაფებას გამოიწვევს, მაგრამ არა რაღაცა შუზღუდვების და ბიზნესში უშუალო ჩარევის გზით".