მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტის ფასების ზრდის მიზეზები კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

no photo
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.19 20:43
1259
მედიკამენტის ფასების ზრდის მიზეზები კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ფასების ზრდის მიზეზებზე, რადგან ეს არის კვლევის პროცესის შემადგენელი ნაწილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც კვლევა დასრულდება გავლენის ფაქტორზე იქ, სავარაუდოდ საუბარი იქნება, რაც შეეხება პორტალს ეს იქნება უბრალოდ ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ დროში სწრაფად რეალურად, ლოკაციის გათვალისწინებით, შესაბამისი ფასის გათვალისწინებით მომხმარებელს ჰქონდეს შედარების საშუალება, სად არის მისთვის მისაღები პროდუქტი, მისთვის მისაღებ ფასად“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყვნენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.