30.ივნისი .2020 17:30

მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა შესაძლოა 7-დან არა 30-მდე, არამედ 15 დღემდე გაიზარდოს

views 242
უკან

მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა შესაძლოა 7-დან არა 30-მდე, არამედ 15 სამუშაო დღემდე გაიზარდოს, - პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, მისი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რეგისტრაციის ვადად 15 კალენდარული დღე განსაზღვრულიყო, რაზეც წამლის სააგენტოს იურისტმა უპასუხა, რომ თუ ვადად 15 დღე განისაზღვრება, მარეგულირებელი თანახმა იქნება.

ხუნდაძე ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ უწყებრივ რეესტრში მარკირების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 20 დღიანი ვადა 10 დღემდე შემცირდეს, ხოლო სააგენტოს A ტიპის სარეგისტრაციო ვადად 30-ის ნაცვლად, დრო შემცირდეს 15 დღემდე.
სააგენტოს იურისტი ხუნდაძის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს დათანხმდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იურისტსა და დიმიტრი ხუნდაძეს შორის გამართულ მსჯელობას იუმორით შეხვდა და თქვა, რომ უცებ "მოძებნილი მსჯელობის და ვადების შემცირების არ სჯერა".

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს "წამლის შესახებ კანონში", რაც მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ეს ვადა 30 დღემდე იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა