მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედინა": პრემიერმა დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა

5e0618df8bd6d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.19 18:45
1053
დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა პრემიერმა, - ამის შესახებ კლინიკა "მედინას“ კლინიკურმა მენეჯერმა ჯუმბერ უნგიაძემ ჟურნალისტებს პრემიერთან და მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჯუმბერ უნგიაძის შეფასებით ის პრობლემები, რაც ჯანდაცვის სექტორში არსებობს, ორი თვის განმავლობაში არ დაგროვილა და ეს წლების შედეგად მოხდა. მისი თქმით, პრემიერის ბრძანებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შუალედური შეხვედრა, სადაც ბევრი რამე გაირკვევა. 

„პრობლემები არ დაგროვილა ორი თვის განმავლობაში; ეს დაგროვდა მრავალი წლის შედეგად. ლაპარაკი იყო იმ შეხედულებებსა და კრიტერიუმებზე, რა არის საჭირო იმისათვის, რომ თანამედროვე მედიცინა მივაწოდოთ. იყო ლაპარაკი ბიუჯეტზე, რისი შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაგრძელდეს სახელმწიფო პროგრამა, იმიტომ რომ ამ პროგრამამ ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს მოსახლეობისთვის, ზუსტად ამაზე იყო საუბარი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შუალედური შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და იქაც ბევრი რამე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები როგორ იგეგმება და ეს შუალედური შეხვედრა გამოავლენს ყველაფერ ამას.

დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა პრემიერმა. ალბათ დავალიანებების გადახდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა ეს რეფორმები, თუმცა როგორც იყო გაჟღერებული ეს დავალიანება კვარტალში ერთხელ ან 4 თვეში ერთხელ უნდა იყოს აღმოფხვრილი“, - განაცხადა კლინიკა „მედინას“ კლინიკური მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები კლინიკების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ. კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებმა და არც პრემიერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.