მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეეჭვება, საქართველოს მთავრობამ სავალდებულო ვაქცინაციის აღსრულება შეძლოს - ზაზა წერეთელი

61658a011d3d0
სალომე მეცხვარიშვილი
13.10.21 09:00
582

საქართველოში შემცირებული კოვიდ-ვაქცინაციის ფონზე სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ სავალდებულო ვაქცინაციაზე, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის აზრით,  სახელმწიფოს ამის აღსრულება რომ შეეძლოს,სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება კარგი იქნებოდა.

“საქართველომ ვაქცინაციის კუთხით თავიდანვე ძალიან სუსტი კამპანია აწარმოა, ვერ დაუპისრიპირდა ანტივაქსერულ გამოსვლებს. ამასთან,  პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ძალიან სუსტი და მან ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა - ჩაეტარებინა საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობა აცრისთვის მოეზიდა. 

ჩემი ნება რომ იყოს, ვაქცინების სავალდებულოობას შემოვიღებდიო, მაგრამ ერთი პრობლემაა: რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ სავადებულოობის განხორციელებას?! თავის დროზე მთავრობას დაწესებული შეზღუდვების კონტროლიც კი გაუჭირდა და ხშირად ირღვეოდა წესები, ქვეყანა კი ვერ რეაგირებდა. ვთქვათ, შემოვიდა სავალდებულო აცრები, მაგრამ არ აიცრნენ ექიმები, მასწავლებლები. რას აპირებს ქვეყანა?! შეძლებს, რომ აუცრელ ექიმებს მუშაობის საშუალება არ მისცეს?!- ძალიან მეეჭვება”, - ამბობს ზაზა წერეთელი.

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად 30.8%-ია აცრილი.