მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ პიკში ვართ“ - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

618a3b9a9f78f
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 13:35
762
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა და ინფექციის გავრცელების პიკში ვიმყოფებით. იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ NCDC-ის დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და იმ წესების დაცვისკენ მოუწოდა, რომელიც ინფიცირების გავრცელების რისკებს ამცირებს.

„ქვეყანაში ეპიდვითარება ძალიან რთულია. ყველა ინდიკატორი გაუარესებულია: ინცინდენტობა ანუ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მაღალია. დღეს 6 000-ს მესამედ გადავაჭარბეთ ანუ ერთხელ გვქონდა აგვისტოში მეორედ რამდენიმე დღის წინ და გუშინაც 6 021 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინცინდენტობის მრუდს რომ შეხედავთ, დაახლოებით, 10 დღეა ერთ დონეზე დგას, ძალიან მცირე ზესვლაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ პიკში ვართ. გუშინ გავაკეთეთ გარკვეული პროგნოზირება და ამ კვირაში ინფიცირების, დაახლოებით, 5 000-6 000 შემთხვევა გვექნება. მერე როგორ განვითარდება მოვლენები ეს ბევრ შემწყობ ფაქტორზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ერთ-ერთი დიდი ბუსტერი, რაც ქვეყანაში ხდება, დიდი შეკრებები და თავყრილობებია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას - ჯანმრთელობა ყველაზე მაღლა დგას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ყველაზე დიდი უფლებაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. 75 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად. 15 გვაქვს 1 მლნ მოსახლეობაზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული მაჩვენებელია 8-9, ამის შემდეგ როცა მეტი მაჩვენებელია განგაშს რთავ. ამ დროს სერიოზული ზომებია დასაცავი.

35%-ზეა ჩამოსული პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, რაც ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა; აცრის მატების ტენდენციაც თითქოს გუშინ გამოჩნდა, ვნახოთ დღეს რა იქნება; სიკვდილიანობის 85% 60 წელს ზემოთ პირებზე მოდის, ამიტომ ყველაზე მთავარი ამ ხალხის აცრით მოცვაა. 60 წელს ზემოთ 796 000 მოსახლე გვყავს, იქიდან 276 000 ადამიანია აცრილი. ანუ 0.5 მლნ ადამიანი აუცრელია. ისინი, რომ აცრილიყვნენ სიკვდილის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და იქნებოდა 1-2“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.