მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეგონა, სასტუმროს ვმართავდი“ - რატომ არ დაუსუბსიდირეს შალვა ალავერდაშვილის სასტუმროს სესხი?

5f51045e7a78c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 19:32
1929
თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მმართველის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მარტიდან ამოქმედებული სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ბევრი სასტუმროსთვის მიუწვდომელი აღმოჩდნა. როგორც ჰოტელიერი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, მიზეზი ის ბარიერებია, რომელიც პროგრამაში არსებობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული 11 000-ზე მეტი განთავსების ობიექტიდან პროექტში ჩართულია სულ 519 ობიექტი, რეალურად დახმარება მიუღია სექტორის 5%-ზე ნაკლებს. იგივე ერთ-ერთი ჩემი სასტუმრო ვერ მოვახვედრე ამ პროგრამაში და შესაბამისად ბევრ სასტუმროს გაუჭირდება ამ პროგრამაში მოხვედრა იმედენი ბერკეტები დახვდა ხალხს და იმდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდათ. რეალურად განაცხადები მართლა შევიდა 3 000-ზე მეტი და დაფინანსდა 519", - უთხრა BM.GE-ის შალვა ალავერდაშვილმა.

სასტუმროების მმართველმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი სასტუმროს მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა არასწორია.

„მაგალითისთვის, ერთ-ერთ ჩემს სასტუმროს, რომელიც ჩვეულებრივი შპს არის და მის შემადგენლობაში მეპატრონეს შეყვანილი ჰყავს რამდენიმე საკადასტრო კოდით ქონება. ეს ერთი შპს-ა, ერთი საგადასახადო კოდი აქვს და ერთი ქვითარი მოდის ყველაფრის და იხდის ჩვეულებრივად და წელიწადში საშუალოდ 1 მლნ ლარი შეაქვს ბიუჯეტში. აღმოჩნდა, რომ ეს სასტუმრო სასტუმრო არ ყოფილა და ყოფილა რაღაც. ამის გარდა უამრავი ქეისია, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა.

„აწარმოე საქართველოში“ მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ კონკრეტულად სასტუმრო „ციტრუსი“,რომელიც პარლამენტის უკან არის და 2015 წლიდან მუშაობს და ამდენი ხანი მეგონა, რომ სასტუმროს ვმართავდი, აღმოჩნდა, რომ სასტუმრო არ არის, იმიტომ, რომ მეპატრონეს რამდენიმე საკადასტრო კოდით აქვს. ამის გარდა უამრავი ქეისია, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა“, - უთხრა BM.GE-ის ალავერდაშვილმა.

BM.GE-მ დაინტერსდა, რატომ ვერ მიიღო სასტუმრო „ციტრუსმა“ სესხის პროცენტის სუბსიდირება სახელმწიფოსგან და რატომაა ერთ-ერთ პირობად მოთხოვნილი ის, რომ სესხის თადანაფინანსების მიღების მსურველი სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 ფუნქციონირებად ნომერს, რომელიც ერთ საკადასტრო კოდზე იქნება განთავსებული.

საკითხზე პროგრამის განმახორციელებელ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შემდეგი განმარტება გააკეთეს:

„არის ერთ საკადასტროზე მოთხოვნა, რომ სასტუმროს განმარტებას აკმაყოფილებდეს, ანუ შესაძლებელია მაგალითად რომელიმე კომპანიას აპარტამენტები ქონდეს 4 ცალი და ცალ- ცალკე საკადასტრო ექნება ამ აპარტამენტებს და ამბობდეს, რომ სასტუმროა, რეალურად გამოდის, რომ სასტუმრო არ არის უბრალოდ 4 ცალი აპარტამენტია და ცალ-ცალკე საკადასტროებით, რის გამოც ამ პროექტში ვერ მოხვდება. ასეთი საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო ერთი საკადასტრო კოდი ამის გამო იქნა შემოღებული".