მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეჰმედ მელექი: ბოლო 2-3 თვეა BEKO-ს ქსელში რეალიზაცია გაზრდილია

612c946f63b39
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 19:00
1097
საქართველოში BEKO-ს გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვეა ტექნიკის ბაზარზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მისივე თქმით, უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში კომპანიის ქსელში რეალიზაცია გაზრდილია.

„ზაფხულის სეზონზე საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. რის ხარჯზე იყო, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულია, ქსელში კონდიციონერებსა და მაცივრებზე იყო გაზრდილი მოთხოვნა. ასევე შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა, რომ ლარი შედარებით დასტაბილურდა, რამაც სავარაუდოდ, გაყიდვების ზრდა გამოიწვია“, - განაცხადა მელექმა.

მისივე თქმით, ტექნიკაზე ბოლო პერიოდში ფასები არ შემცირებულა, თუმცა არც გაზრდილა. „იცით, რომ ჩინეთმა კომპონენტების ფასები გაზარდა, ასევე ჩინეთიდან ტრანსპორტირება სამჯერ გაძვირდა, თუმცა ლარის კურსის დასტაბილურების გამო ფასები არ გაგვიზრდია“, - დასძინა მან.

BEKO-ს გენერალური დირექტორის თქმით, ბაზარზე დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება, თუ ლარი სტაბილური იქნება, პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები კიდევ არ დაწესდება და ასევე იმ შემთხვევაში თუ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არეულობა არ დაიწყება.