16.სექტემბერი .2020 23:00

მეჰმეთ მელექი: "ბეკოს" პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა

views 386
უკან

იმპორტირებულ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფასნამატი არ შეინიშნება. ბიზნესოპერატორები ამის მიზეზად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლების მიმართ ლოიალობას ასახელებენ. როგორც "ბეკოს" გენერალურმა დირექტორმა, მეჰმეთ მელექმა BMG-ის განუცხადა, პანდემიის პერიოდში კომპანიის გაყიდვების კუთხით ვარდნა არის.

"გაყიდვების ჭრილში, აგვისტო-სექტემბრის მონაცემები, წინა პერიოდთან შედარებით, უკეთესია. დღევანდელი შედეგის მისაღწევად კი მომხმარებელს არაერთი ფასდაკლება და აქცია შევთავაზეთ", - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

მისივე თქმით, კომპანია პროდუქციაზე ფასის მომატებას არც სამომავლოდ გეგმავს; ხოლო თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, მოსალოდნელია მცირედი ცვლილებები.

"სტანდარტულად, ასეთ დროს საქართველოში ყველა იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება. შევეცდებით, ჩვენს მომხმარებელს იმედი არ გავუცრუოთ და ფასის ზრდის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ", - განაცხადა მელექმა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე ფასმა იმატა, მათ შორის გაიზარდა ოქროს და საწვავის ღირებულებაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა