მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეიჯერელ საქართველომ რიგით მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა

6298c7799d40d
BM.GE
02.06.22 18:18
1205
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა - კომპანია „მეიჯერელმა“ რიგით მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში. კომპანიის ახალ ფილიალში 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

2016 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, „მეიჯერელ საქართველომ“ პირველი ოფისი თბილისში გახსნა. ოპერირება კი ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო.

დღეს, მხოლოდ თბილისში 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჯამურად, კომპანია საქართველოში 3,000-მდე ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანს აერთიანებს საქართველოში.

„მეიჯერელ საქართველო“ 73,000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს 35 ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით 500-მდე კომპანიის პარტნიორია.