მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Melaanian Vintage-ის ჩაი: დაინტერესება იმდენად დიდია, რომ წარმოების ზრდას ვგეგმავთ

616bc014c1e69
მარიამ იზორია
17.10.21 10:20
923
Melaanian Vintage-ის ბრენდირებული ჩაი კახეთის ტყის მასივებში, ეკოლოგიურ გარემოში შეგროვებული ნედლეულისგან მზადდება. წარმოება ორი სახეობის ასკილის კოკრებისა და ბარამბოს ფურცლების ჩაის აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელი თეო თაბორიძე bm.ge -სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის მცირე წარმოებიდან გამომდინარე, ეკონომიკურ სარგებლიანობაზე მეტად ჩაის პოპულარიზაციაზე არიან ორიენტირებული, ამიტომ, პროდუქტის შეძენა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზეა შესაძლებელი.

„ჩემ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მომხმარებლის გამოძახილია, სწორედ მათი მოთხოვნით გავედით ბაზარზე, როგორც ბრენდი. იმდენად დიდია დაინტერესება და კმაყოფილება, რომ შემდეგ სეზონზე წარმოების ზრდას ვგეგმავთ, რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ასკილის კოკრების შეგროვების პერიოდი ლიმიტირებულია, მაქსიმუმ სამი კვირა გვაქვს, ასევე ის მიუვალ ადგილებში უნდა იყოს მოკრეფილი, გამოშრობისას დიდი დანაკარგითაც ხასიათდება, ამ გარემოებების გათვალისწინებით, 50-გრამიანი შეფუთვის ფასი 15 ლარია“, - ამბობს თეო თაბორიძე.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმემ გასულ თვეს ჩაი ფართო აუდიტორიას სომხეთში Harvest Festival-ზე გააცნო, სადაც მწვანე ტურისტული საწარმოები 15 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი. მწარმოებელს ამ ეტაპისთვის რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მიერ საინტერესო პროექტების დაფინანსების იმედი აქვს.