მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მელაძე ინტერიერი“ - რას სთავაზობს ავეჯის მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს

5f3bceac91c54
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.20 19:10
6810
სამზარეულო, საძინებელი, მისაღები ოთახი, სააბაზანო ავეჯი, კარადები - ეს პროდუქტის არასრული ჩამონათვალია, რომლის დამზადებას კომპანია „მელაძე ინტერიერი“ თავის მომხმარებელს 5 წელია სთავაზობს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომხამრებელს თავად შეუძლია სასურველი ზომის, ფორმის, ფერის და ფაქტურის ავეჯის შეკვეთა, კომპანია მიღებულ შეკვეთას მაღალი ხარისხის მასალებითა და საგარანტიო პირობებით ამზადებს.

როგორც „მელაძე ინტერიერის“ მენეჯერი გურამ ნარსია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ვაჟა მელაძემ ბიზნესი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაფუჭებული მოპედი გაყიდა და მიღებული 700 ლარით ავეჯის წარმოების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა. თუმცა კომპანია განსაკუთრებულად ბოლო ორი წელია, რაც გააქტიურდა.

მისივე თქმით, დღეისთვის მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შექმნაზე დიზაინერების, პროგრამისტების და ავეჯის ხელოსნების 45-კაციანი გუნდი მუშაობს. „მელაძე ინტერიერის“ პორტფოლიოში 5 000-მდე მზა პროდუქტი შედის.

„საწარმო ავჭალაში 60 000 ლარის ინვესტიციით ამოქმედდა და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. თვეში დაახლოებით 45 სამზარეულოს ვამზადებთ და გარდა ამისა, 45 მომხმარებელს ვემსახურებით. ავეჯის წარმოებისას ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იტალიურ და პოლონურ მექანიზმებს, რომელსაც მოყვება ერთწლიანი გარანტია, ასევე ვიყენებთ მაღალხარისხიან ქვას ზედაპირების მოსაპირკეთებლად”, - ამბობს გურამ ნარსია.

კითხვაზე როგორ შეძლო კომპანიამ ახერხებენ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება, „მელაძე ინტერიერის“ მენეჯერი პასუხობს, რომ მათთვის მთავარი ხარისხიანი პროდუქტი და სრულყოფილი მომსახურების გაწევაა.

„ჩვენ მიერ დამზადებული ავეჯის ღირებულება ხარისხთან მიმართებაში საკმაოდ მისაღებია. ჩვენი ყოველწლიურად ზრდადი გაყიდვები მეტყველებს იმაზე რომ კომპანია ინარჩუნებს თავის ღირებულებებს. გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2019 წელს ჩვენი გაყიდვები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით გაიზარდა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

„მელაძე ინტერიერი“ დაკვეთებს არა მხოლოდ კერძო პიროებისთვის, არამედ კორპორაციული მომხმარებლისთვის ამზადებს.

„მიუხედავად იმისა რომ საწარმო თბილისში მდებარეობს, ავეჯის მიტანა საქართველოს მასშტაბით ნებიმიერ ადგილზე შეგვიძლია, შესაბამისად შეკვეთებს ყველა კუთხიდან ვიღებთ”, - აღნიშნა გურამ ნარსიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია თავის პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა მომავალში “მელაძე ინტერიერი“ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

„პანდემიამდე, აზერბაიჯანიდან წამოვიდა დაინტერესება და უნდოდათ რომ ბაქოში მდებარე სასტუმრო ავეჯით აღგვეჭურვა, თუმცა პანდემიამ ეს შეკვეთა შეაფერხა, მომავალში, როდესაც ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება ბაზრების გაფართოებას აზერბაიჯანიდან დავიწყებთ და შემდგომში რეგიონის ქვეყნებსაც ვგეგმავთ”, - აღნიშნავს „მელაძე ინტერიერის“ მენეჯერი.