ავეჯის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „მელაძე ინტერიერმა“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით "ჭკვიანი სამზარეულოების" წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის მენეჯერი გურამ ნარსია BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ პანდემიის პერიოდი თავის სასიკეთოდ გამოიყენა და ტექნოლოგიების მიმართულება დახვეწა. სწორედ ამ დროს გაჩნდა სამზარეულოებზე Smart სისტემის გამოყენების იდეაც, რაც გუნდმა მალევე რეალობად აქცია.
„სამზარეულოებს ხელოვნურ ინტელექტს ვუმონტაჟებთ, რომელიც მართავს ყველაფერს - სინათლის, გაზქურის, გამწოვის ჩართვა-გამორთვას, ონკანის გახსნა - ჩაკეტვა, შეგვიძლია ჩავართვევინოთ მუსიკა; ვაკონტროლოთ სამზარეულო სახლიდან გასვლის შემდეგ - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი არ ყოფნის შემთხვევაში გაზმა გაჟონა, ან ონკანი დარჩა გახსნილი, მომხმარებელს ტელეფონზე შეტყობინება მისდის და ის ახერხებს მალევე მიაქციოს ყურადღება“, - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის რამდენიმე შეკვეთა უკვე მიღებული აქვთ და მომხმარებლებთან Smart სისტემის ინსტალაცია მიმდინარეობს.
გურამ ნარსია ამბობს, რომ ეს მათი წარმოების სამზარეულოების ღირებულებას არ გაზრდის, რადგან მათი მომხმარებლები Smart სისტემას საჩუქრად მიიღებენ.
„ხელოვნურ ინტელექტს „ალექსას“ თავისი მოდიფიკაციები აქვს, რომელთა შეძენა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ძირითადი პაკეტი, რომელიც ბრძანებების შესრულებას გულისხმობს, ჩვენთან წარმოებული სამზარეულობის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა“, - განმარტა „მელაძე ინტერიერის“ მენეჯერმა.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მომხმარებლის მხრიდან ე.წ Smart-სამზარეულოების მიმართ ინტერესი დიდი იქნება, ამიტომ „მელაძე ინტერიერის“ გუნდი სამზარეულოებზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალში ამ მომსახურებას სრულად სახლებისთვისაც განახორციელებს.
ცნობისთვის, კომპანია "მელაძე ინტერიერმა" ქართულ ბაზარზე ოპერირება 2015 წლიდან დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა