მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელია: ვიქნები საფრთხე ბიძინა ივანიშვილისა და ამ ხელისუფლებისთვის

6099450321384
ინგა მურუსიძე
10.05.21 19:14
1050
სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო არა ცენტრალური, არამედ გვერდითა კარიდან დატოვა, რის გამოც მედიის და ნიკა მელიას მხარდამჭერების სიმრავლის გამო ადგილზე ხმაური და აურზაური შეიქმნა. მელიამ მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხა კომენტარის გაკეთება.

"სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე არ მიიღოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ხელისუფლების ბუნება ჩანს და ამას ამხელა გაუგებრობა მოყვა. მინდა  გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს მიუხედავად იმისა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ ციხეში, რომელშიც მე ვიყავი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და ვუსურვებ განსაკუთრებით მათ გათავისუფლებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომხდარში წვლილი შეიტანა, მათ შორის ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, აშშ-ის ელჩს და ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელს, თუმცა ნიკა მელიას თქმით, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც "საერთაშორისო საზოგადოება გამოაფხიზლა".

"სამი თვის განმავლობაში, რასაც მე ციხის საკნიდან ვუყურებდი, მკაფიო და თვალში საცემი იყო ჩემთვის ამ რეჟიმის დეფექტი - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთვის შექმნა არის პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა.

ცდება ყველა ის ადამიანი, რომ პატიმარი მოწყვეტილი არის რაიმე სახით იმ რეალობას, რომელიც არის საკნის გარეთ. ივანიშვილი ცდილობს რადიკალიზაციით შეინარჩუნოს თავისი ელექტორატი და ის მანიპულირებს რელიგიით, ეთნონაციონალიზმით და ა.შ. ორი გამოსავალია დღეს - ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ (შეიძლება იერით ვგავარ), ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში ამ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის ვიქნები საფრთხე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხებაპარტიის პარლმენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, მელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება და საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.