თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება - მერია ქუჩას სრულად გადაკეტავს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ამ დროს სწავლა დასრულებული იქნება და ბევრი ადამიანი ქალაქიდან გადის და ეს კიდევ უფრო შეამსუბუქებს გადაადგილებას, რადგან ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა მოგვიწევს იმისთვის, რომ პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მოხდეს. არსებული კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს ვერ განვახორციელებთ. გვინდა, ყველაფერი ძირეულად მოწესრიგდეს და განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობებს და ათეულ წლებს გაუძლოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს მელიქიშვილის გამზირის ჩაკეტვით გამოწვეული დისკომფორტის ატანა მოუწევთ, რადგან სხვაგვარად ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება.
„დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით მძიმე მდგომაროება გვაქვს და ამიტომ დედაქალაქის მერიას, იმ ნაწილში, სადაც სამუშაოებს ახორციელებს, სურს ეს ყველაფერი გამოსწორდეს, აღდგეს და მოწესრიგდეს. ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი. ამისთვის პირადად მე თბილისელებს ვუხდი ბოდიშს, რადგან გარკვეული შეზღუდვები იქნება.
მეგობრებო, სხვანაირად განახლებაზე, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია. ევროპულ ქალაქებში ჩასვლისას ყველას მოგვწონს როგორი მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და თუ გვინდა ჩვენი ქალაქიც მოწესრიგებული იყოს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ავიტანოთ ის დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება, რადგან ეს ქალაქი მხოლოდ ჩემი არ არის, ყველას ქალაქია და რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება სამუშაოების ისე განხორციელება, რომ შეზღუდვები და დისკომფორტი არ იყოს, მივიღებთ რჩევებს, ყოველთვის გახსნილები ვართ“, - მიმართა თბილისის მერმა მოსახლეობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება