მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება - მერია

6284ba90b4b0b
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 13:33
5707
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის დასაწყისში დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

"კომპანია BMC განახორციელებს ამ პროექტს. როგორც ვთქვი, რეაბილიტაცია ივნისის დასაწყისში დაიწყება და სრული სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება”, - აცხადებს ბენდელიანი.

პროექტი დღეს, 18 მაისს, თბილისის მერმა დააანონსა. კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი.

გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

"სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება”,-განაცხადა კახა კალაძემ.