მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას დღესაც გამართავენ - მოთხოვნა კვლავ მარცვლეულის გაყიდვაა

645a76d45d860
გიგა ბენია
10.05.23 09:30
824
მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას დღესაც გამართავენ. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ BMG-სთან განაცხადა, გასულ კვირას გამართული პროტესტი შედეგიანი ვერ აღმოჩნდა და ფერმერებს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემა კვლავ აქვთ.

"არავინ გამოგვხმაურებია,მოსავალს ისევ ვერ ვყიდით. სამინისტროში გვითხრეს ვმუშაობთო, მაგრამ რამდენი თვეა შედეგი არ ჩანს. ამ დღეების განმავლობაში ფერმერების ნაწილმა მოსავალი ისევ დაბალ ფასად, 40 თეთრად გაყიდა. ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მინიმალურ ფასში, თვითღირებულებაში მაინც გავყიდოთ მარცვლეული. შეუძლებელია შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია", - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

საპროტესტო აქცია წნორში 12:00 საათზე დაიწყება.

BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ამჯერად კომენტარს ვერ გააკეთებენ და ინფორმაციას სიახლის შემთხვევაში მოგვაწოდებენ.

ცნობისთვის, მემარცვლე ფერმერებმა საპროტესტო აქცია 5 მაისსაც გამართეს, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ.