მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება - უმსხვილესი საიმპორტო საქონელი

62a2f2e81394c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.22 11:45
1031
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“, სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. კვლევაში გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება და აღნიშნული საქონლის ქვეყნის ყოველწლიური დეფიციტი 900 მლნ დოლარს აღწევს.

„საქართველოში იმპორტირებულმა პირველადი მოხმარების საქონელმა 2021 წელს 1.5 მლრდ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ფქვილი და ბურღულეული ყველაზე მსხვილ ჯგუფს წარმოადგენს. პირადი ჰიგიენის ნივთები მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფია და ჯამურ იმპორტში მათი წილი 2021 წელს 15% იყო. იმპორტის მოცულობა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 392 დოლარს შეადგენდა.

პირველადი მოხმარების საქონლის ექსპორტმა (სასმელებისა და თხილის ექსპორტის გარეშე) 2021 წელს 300 მლნ დოლარს მცირედით გადააჭარბა. მსხვილ საექსპორტო ჯგუფებში პირველ ადგილზეა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 41%-ით. თამბაქოსა და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული მეორე ადგილს იკავებს 18%-ით, თუმცა ამ შემთხვევაში ექსპორტი, ძირითადად, რეექსპორტია.

საერთო ჯამში, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს მიერ სასმელებისა და თხილის ექსპორტს, ჩვენი ყოველწლიური პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტი 900 მლნ. აშშ დოლარს აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.