მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება - პრემიერი

60c0a17228a39
თელარა გელანტია
09.06.21 15:06
11144
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით დახვდა. ასე უპასუხა პრემიერმა მედიის კითხვას, რომელიც აღნიშნული პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ამასთან, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ პირობებით პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.

„ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ: შპს "ENKA Renewables"-ს სახელმწიფომ პროექტის განსახორციელებლად მდინარე რიონის ხეობაში არსებული 576.3 ჰექტარის ფართობი, 99 წლით გადასცა სარგებლობაში. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბერს მიიღო.

ცნობისთვის: ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ რიონის ხეობის მცველების პროტესტი ხეობაში გრძელდება. მათი ძირითადი მოთხოვნა კომპანია ENKA-სთან ხელშეკრულების გაწყვეტა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაა.