07.დეკემბერი.2018 15:05
ეკონომიკა, ბიზნესი, საზოგადოება

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"
მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება უცხოეთის მოქალაქეებს სამართლებრივად ერთი კვირის ვადაში შეეძლებათ.

როგორც Bm-ge-თან საუბარში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განმარტა, ამის საშუალებას უცხოეთის მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული ის გადაწყვეტილება აძლევს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა.

საქმე იმაშია, რომ მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მემკვიდეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ეხება და არა მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, ძალაშია მხოლოდ 16 დეკემბრამდე ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალა აქვს 16 დეკემბრამდე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამ ვადებში შეუძლიათ იუსტიციის სახლში დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები, თუმცა იუსტიციის სამინისტრო გაუწელავთ თუ არა პროცესებს, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

23.მაისი.2019 20:46
21

მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიაზე: ობიექტურობის განცდა არ უნდა დავკარგოთ

ვრცლად
23.მაისი.2019 19:43
140

პრემიერი ლარის მერყეობის გამო, ბიზნესისგან წამოსულ პრეტენზიებს პასუხობს

ვრცლად
23.მაისი.2019 19:26
334

2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია

ვრცლად
23.მაისი.2019 19:04
78

"ჰუმანითი ჯორჯიას" აღსრულების ბიურომ შესაძლოა, მიწის აქტივები აუქციონზე გაუყიდოს

ვრცლად
23.მაისი.2019 18:40
163

თურქეთი აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს ანახევრებს

ვრცლად
23.მაისი.2019 18:18
69

დამოუკიდებლობის დღისადმი საზეიმო ღონისძიებებს "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტი უმასპინძლებს

ვრცლად