მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი საბურავები, ჯართი, სამშენებლო მასალები - სად იკრძალება მათი გაყიდვა და სად არის დაშვებული?

5f0195df88c32
ინგა მურუსიძე
05.07.20 15:00
2861
თბილისის საკრებულომ დაამტკიცა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი, ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვები ან დაუშვებელია.

დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ზემოთ ჩამოთვლილი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ შემდეგ ზონებში:

საცხოვრებელი ზონები, სპეციალური ზონები, სარეკრეაციო ზონები, სატრანსპორტო ზონები, ლანდშაპტურ-სარეკრეაცო ზონა, სასოფლო-სამეურნეო ზონა, სანიტარული და სატყეო ზონა.

გარდა ამისა, დაუშვებელია რეალიზაცია შემდეგ ადგილებში:

ურბანული განაშენიანების კონტური, სასოფლო განაშენიანების კონტური, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონები, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა სანიტარული დაცვის არეალები, სასაფლაოების სანიტარული არეალები, ნაგავსაყრელის სანიტარუული არეალები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გასხვისების არეალები, მაღალი წნევის მილსადენიც განსხვისების არეალები, მდინარეთა დატბორვის არეალი; თბილისის საერთაშორისო შემზღუდველი ზედაპირებითი შემოფარგლული იპოდრომის რაიონი; განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
დადგენილების თანახმად, ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის დახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით და შემომზღუდავი კონსტრიქცებით, ასევე გრუნტი დაფარული უნდა იყოს ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას.
ასევე, განთავსების ან რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს ისე, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა;

ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და სარეალიზაციო ადგილზე განთავსება ან/და დატვირთვა უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობების დახურულ სივრცეში ისე, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.

ასევე, ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობა-ნაებობაში, რომელიც აკმაყოფილებს დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს.

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია:

იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.

იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას.