12.მაისი .2021 14:19

მეორე დოზით "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია იწყება

მეორე დოზით "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია იწყება
views 312
უკან

"სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეები დარეგისტრირებას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ინფორმაციისთვის: ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალია: https://booking.moh.gov.ge/ 

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა