მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე ეტაპზე მწვანე პასპორტის ამოქმედება ტრანსპორტშიც იგეგმება - კულუმბეგოვი

61a22655b5889
BM.GE
27.11.21 16:45
3768
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები ე.წ მწვანე პასპორტის გარეშე რიგ ობიექტებში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ასეთია: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ დასაქმებულ პერსონალზე.

მწვანე პასპორტების მოქმედება პირველ ეტაპზე არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სავაჭრო მოლებს, სადაც მოქალაქეთა მობილობა საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუბეგოვი, "რუსთავი 2-თან" ამბობს, მეორე ეტაპზე ე.წ მწვანე პასპორტების მოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდება. 

"მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება"-აცხადებს კულუმბეგოვი.