მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე კვარტალში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის - გაიზარდა

611a6c5ed901e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 09:40
563
საქართველოში II კვარტალში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა - აღნიშნულის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც მეცხოველეობას ეხება.

წინასწარი მონაცემებით, აპრილ-ივნისში რძის წარმოებამ 194.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.1%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით ჩამორჩება.

2021 წლის პირველ 6 თვეში ჯამურად 33.1 ათასი ტონა ხორცი, 309.6 მლნ ლიტრი რძე და 330.4 მლნ კვერცხი იწარმოა.