საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა $351.8 მილიონის FDI ჩადეს. ეს წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია.
ჯამურად, წლის პირველ ნახევარში ინვესტორებმა $923 მილიონი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 102%-ით მეტია. ზრდა ძირითადად პირველი კვარტლის შედეგებზე მოდის, ეს ზრდა ძირითადად ერთი ტრანზაქციით იყო განპირობებული, კერძოდ კი ესპანური კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის $196 მილიონად შეძენის ტრანზაქციით. თუმცა, მეორე კვარტალში ამ მასშტაბის სხვა გარიგება არ მომხდარა.
საქსტატის თანახმად, ინვესტიციებს შორის უდიდესი ნაწილი რეინვესტიციებზე მოდის, კერძოდ მეორე კვარტლის 352-მილიონის FDI-ს შორის $240 მილიონი რეინვესტიციებს შეადგენდა.
ქვეყნების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორს საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს, საიდანაც მეორე კვარტალში $65 მილიონი შემოვიდა. თუმცა, რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია - TBC; საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ბანკი სწორედ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული, შესაბამისად ბრიტანული ინვესტიციები შესაძლოა მათ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. (უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიას BMG საქსტატისგან გამოითხოვს). ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები $45 მილიონით, რომელსაც ასევე არაერთი ქართული კომპანია რეინვესტიციებისთვის იყენებს. $42 მილიონის საინვესტიციო ნაკადით კი, მესამე ადგილზეა იაპონია.
ტოპ ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
გაერთიანებული სამეფო - $65 მილიონი;
ნიდერლანდები - $45 მილიონი;
იაპონია - $41 მილიონი;
თურქეთი - $31 მილიონი;
ჩინეთი - $30.7 მილიონი;
ჩეხეთი - $27 მილიონი;
ყაზახეთი - $12 მილიონი;
დანია - $10 მილიონი;
მარშალის კ-ები - $9 მილიონი;
გერმანია - $9 მილიონი.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ. აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი