საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა $351.8 მილიონის FDI ჩადეს. ეს წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, ინვესტიციებს შორის უდიდესი ნაწილი რეინვესტიციებზე მოდის, კერძოდ მეორე კვარტლის 352-მილიონის FDI-ს შორის $240 მილიონი რეინვესტიციებს შეადგენდა.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).
ეკონომიკის რამდენიმე სექტორში დადებითის ნაცვლად უარყოფითი FDI დაფიქსირდა, რაც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების მომსახურებას და კონკრეტული აქტივების მესაკუთრეთა ცვლილებებს უკავშირდება.
ეკონომიკის სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო:
• ენერგეტიკა - $77 მილიონი, მატება წინა წელთან 15%;
• უძრავი ქონება - $76 მილიონი, მატება წინა წელთან 181%;
• საფინანსო სექტორი - $48 მილიონი, კლება წინა წელთან 61%;
• დამამუშავებელი მრეწველობა - $41 მილიონი, კლება წინა წელთან 23%;
• მშენებლობა - $27 მილიონი, წინა წელს მინუს $10 მლნ;
• ტრანსპორტი - $13 მილიონი, წინა წელს მინუს $18 მლნ;
• სასტუმროები და რესტორნები - $11 მილიონი, წინა წელს მინუს $6 მლნ;
• სოფლის მეურნეობა - $3 მილიონი, წინა წელს მინუს $2 მლნ;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - $1 მილიონი, წინა წელს მინუს $5 მლნ
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - მინუს $1 მილიონი, წინა წელს $4 მლნ;
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - მინუს $6 მილიონი, წინა წელს მინუს $22 მლნ;
• კავშირგაბმულობა - მინუს $19 მილიონი, წინა წელს მინუს $4 მლნ.
კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო (სია რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული)
• შპს ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს თბილისი ენერჯი
• შპს ბათუმის ნავთობტერმინალი
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• სს ბიჯეო ჯგუფი
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი